YES Georgia დაიწყო

 

YES Georgia

ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების,  დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში

პროექტი – “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების,  დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში” წარმოადგენს საჯარო სექტორსა და კერძო ბიზნესს შორის წარმოშობილ ახალი ტიპის პარტნიორობას, რომელიც ქმნის ინსტიტუციურ ჩარჩოებს და მოდელებს იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ეკონომიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ფართო მასშტაბით  მონაწილეობას იმ გაზრდილი შესაძლებლობებით, რომელიც იძლევა თვითდასაქმების შესაძლებლობას  ახალი საწარმოების  შექმნით გზით და  სხვადასხვა მოწინავე  კომპანიებში მეტი სამუშაო ადგილების მოპოვების საშუალებას.  ეს არის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ერთობლივი ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობს ფონდი ‘’კრისტალი’’, ‘’პროექტი ჰარმონია“ (PH International) და ს.ს. მისო ‘’კრისტალი’’.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებას ისეთი ინოვაციური ფორმების გამოყენებით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე. პროექტის ფარგლებში გაიზრდება  ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობები შესაბამის ტრენინგების,  გაუმჯობესებული ფინანსურ საშუალებების, პრაქტიკული ცოდნის მიღების ახალ ფორმების და  ახალგაზრდების მხარდამჭერი კორპორატიული პრაქტიკის დანერგვის გზით. და ბოლოს, პროგრამა ხელს შეუწყობს  ახალგაზრდების ეკონომიკურად გაძლიერების დისკურსის წამოწყებას და განვითარებას. პროექტი იმუშავებს 17-25 წლის 1000-მდე ახალგაზრდასთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს 20 მუნიციპალიტეტს.

პროექტის მეშვეობით გაფართოვდება ახალგაზრდული ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას და მეწარმეობის განვითარებას, რომელიც გაზრდის ახალგაზრდა ქალებისა და კაცების დასაქმების შესაძლებლობას,  რაც გაზრდის მათ თვითდაჯერებულობას, გახდის მათ მისაბაძს და გააფართოებს მათ თვალსაწიერს, რაც თავის მხრივ გააძლიერებს მათ ეკონომიკურ აქტივობას,  ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის  განვითარების მიზნების მიღწევაში.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.