მმართველობა

მმართველობა

ფონდი კრისტალის უმაღლესი მართველობის ორგანოა გამგეობა, რომელიც ზედამხედველობს აღმასრულებელი დირექტორისა და გუნდის საქმიანობას.

გამგეობის წევრები

არჩილ ბაკურაძე, თავმჯდომარე

Archil Bakuradzeარჩილ ბაკურაძე – ფონდის გამგეობის თავმჯდომარე. ფინანსისტი და ბიზნესმენი, ს.ს. მისო „კრისტალის“ დამაარსებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2013 წლიდან არჩილი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარეა. არჩილი ჩართულია საქართველოს პარლამენტში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთისა” და ქეთევან დედოფლის ფონდის გამგეობებში. არჩილი ფლობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. ის არის ჰოლანდიის დევნილთა ფონდის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (2003 წელი), ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის (2003 წელი) და ჯონ სმიტის ფონდის (2000 წელი) სტიპენდიანტი.

ალუ გამახარია

Alu Gamakharia ალუ გამახარია – პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი,არის ფონდი „კრისტალის“გამგეობის წევრი დაფუძნებიდანდღემდე. ამავე დროს ის არის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთის” თავმჯდომარე, ასოციაციის “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია” დირექტორი დას.ს. “სოხუმის ორგტექნიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1974 წლიდან ბატონი ალუ მუშაობდა „სოხუმხელსაწყოს“სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე. 1995 წლიდან დღემდე ის ჩართულია ქართულ-აფხაზურ და საერთო-კავკასიურ სამშვიდობო ინიციატივებში. განხორციელებული აქვს მრავალი ბიზნეს-პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდა დაშორებულ თემებს შორის მჭიდრო პირადი და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. 2009 წელს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო ფედერაციამ მას მშვიდობის ელჩის ტიტული მიანიჭა.

ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსი

Fredrick Hyde-Chambers OBEფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსი – ფონდი „კრისტალის“გამგეობის წევრი. მან ჩამოაყალიბა ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის პირველი ცენტრი ბრიტანეთის პარლამენტში, რომელიც დღეს ფუნქციონირებს მრეწველობისა და პარლამენტის ფონდის სახელით და ემსახურება ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას; ის ჩართული იყო ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის ცენტრების შექმნაში თექვსმეტ ქვეყანაში ახალიზელანდიიდან,ესპანეთსა და ფინეთამდე. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ანალოგიური დიალოგის ცენტრები სომხეთში, მოლდავეთსა და საქართველოში. პარლამენტისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (2003).

პაატა წოწონავა

Paata Tsotsonavaპაატა წოწონავა არის ფონდი „კრისტალის“ გამგეობის წევრი და ს.ს.„თიბისი ბანკის“ქუთაისის ფილიალის დირექტორი 2002 წლიდან დღემდე. 1995-1999 წლებში ბატონი პაატა იყო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთის” (სჰცა) მიკროსაფინანსო პროგრამების მენეჯერი. მოგვიანებით ის მუშაობდა დანიის დევნილთა საბჭოს შემოსავლების გენერირების პროგრამის ხელმძღვანელად. პაატა წონონავამ დაასრულა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობისინსტიტუტი აგროეკონომისტის სპეციალობით.

კის იანგი

კის იანგი არის ფონდი „კრისტალის“ გამგეობის წევრი. მისი გამოცდილება მოიცავს ინტერნეტს, კომუნიკაციებისა და საგამომცემლო საქმიანობას. ბატონმა იანგმა დააფუძნა მრავალი ცნობილი კომპანია, მათ შორის ინტერნეტის სფეროში მომუშავე Easynet plc და NetBenefit plc. ბატონ კის იანგს ეკონომისტის ხარსიხი დაცული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. როგორც გამოცდილი ინვესტორი ის მრავალი წლის მანძილზე მხარს უჭერს ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართულ კომპანიებს.

აღმასრულებელი დირექტორი

ნიკოლოზ გეგეშიძე

Nikoloz Gegeshidzeნიკოლოზ გეგეშიძე – ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სამართალმცოდნე.2003-2008 წლებში ის მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში. 2006-2007 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე. 2008 წელს გახდა ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ იურიდიული განყოფილების მენეჯერი. 2009 წელს არჩერულ იქნა მის კორპორატიულ მდივნად.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.