იწყება კურსი ტრეინინგი “მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის”!

YES GeorgiaYes-Georgia-ში იწყება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის განხორციელება: პროექტის პარტნიორი – სს მისო „კრისტალი“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში აცხადებს ახალგაზრდების მიღებას ტრეინინგების კურსებზე – „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ (იხილეთ განცხადების ტექსტი აქ).

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლება-ტრენირებას. პირველ ეტაპზე მსმენელები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამუშაო უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნესის წამოწყების (ბიზნეს-გეგმა) და საინვესტიციო პროექტების მომზადება. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები დაფინანსდება.

ახალგაზრდების მიღება „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ მოხდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქარელი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია.

ტრეინინგები დაიწყება ამა წლის აპრილის პირველ კვირაში და გასტანს 3 თვეს.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.