საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა

roadsafety

ქართულ-ესტონური საგზაო უსაფრთხოების პროექტი – ,,შუქამრეკლების გამოყენება საქართველოს სკოლებსა და ბაღებში, ესტონეთის მაგალთზე’’ დაიწყო 2014 წლის ნოემბერში. საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ესტონურ ორგანიზაცია TrafficProf-თან და ფონდ კრისტალთან ერთად, ასეევე ესტონეთის პოლიციის წარმომადგენლებისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების მონაწილეობით, საქართვეოს სკოლებსა და ბაღეში – 3 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და გორში, ჩაატარა ინტერაქტიული საგზაო უსაფრთხოების სემინარები. პროექტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – ბატონ გიორგი ამაშუკელთან და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან – ბატონ თემურ თორდინავასთან. ქართული და ესტონური მხარეების ორმხრივი შეხვედრების დროს განიხილებოდა შუქამრეკლების პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ამჟამინდელი საკითხები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. უფრო მეტიც, ესტონეთის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების საქართელოში ვიზიტის დროს, ესტონეთის საელჩოს, საქართველოში გაეროს ოფიციალური წარმომადგენლობისა და ,,მზესუმზირის” ქვეყნების [შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია] ელჩებისა და შესაბამისი სამინისტრების მონაწილეობით, ასევე პარტნიორი კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერით, საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის გამართა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. პროექტის განხორციელების პერიოდში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქალბატონი კეიტ პენტუს-როსიმანუსი, რომელიც საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ბატონ პრიიტ ტურქთან ერთად ესტუმრა თბილისის ერთ-ერთ ბაღს და დაესწრო საგზაო ღონისძიებას.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.