შეხვედრა ბატონ ტომას ჰამარბერგთან

Thomas Hammarbergთბილისი:  2 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფონდი „კრისტალის“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესის, სამართლის სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ბატონ ტომას ჰამარბერგთან.  შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში საკუთრების უფლებების, სამართლებრივი გარემოსა და ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას. აგრეთვე ბიზნესისათვის არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავლის გზების დასახვას, საზოგადოებისათვის აქტუალური სამართლიანობის აღდგენის და წართმეული ქონების დაბრუნების ჯერაც არ დაწყებული პროცესის ადვოკატირებას. შეხვედრის ბოლო ფონდ კრისტალმა გაავრცელა შემდეგი განცხადება.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.