ფინანსური განათლებისთვის კოალიცია მსოფლიო ბანკის ბრიტანელ ექსპერტს შონ მანდის შეხვდა

IMG_7292

ფონდი კრისტალის ორგანიზებით, ფინანსური განათლებისთვის კოალიციის წევრები მსოფლიო ბანკის ბრიტანელ ექსპერტს და საერთაშორისო ორგანიზაციის  – ”ფინანსური განათლების ჯგუფი” – უფროს ვიცე-პრეზიდენტს  შონ მანდის შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა და ამ მიმართულებით კოალიციის როლის განსაზღვრა.

ბატონი მანდი ფინანსური განათლების მოძრაობის საერთაშორისო ლიდერია, ფინანსური განათლების პროგრამებისა და პოლიტიკის მიმართულებით მდიდარი გამოცდილებითა და ექსპერტიზით. იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ფინანსური განათლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში და ექსპერტულ მხარდაჭერას უწევდა საქართველოს ეროვნულ ბანკს.

აღსანიშნავია, რომ 2003-2007 წლებში მანდი უძღვებოდა დიდი ბრიტანეთის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების პროცესს, 2008 წლიდან კი ისეთ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ასოციაცია (GIZ), გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) და სხვა. მისი ექსპერტული მხარდაჭერით ფინანსური განათლების პროექტები განხორციელდა  მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში, როგორებიცაა: მონღოლეთი, ლაოსი, სამხრეთ აფრიკა, განა, კენია, ტანზანია, უგანდა, მალავი, ზამბია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.

შეხვერდას ესწრებოდა ასევე ფონდი კრისტალის გამგეობის ბრიტანელი წევრი კის იანგი. როგორც გამოცდილი ინვესტორი, ბატონი იანგი წლებია მხარს უჭერს ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართულ კომპანიებს.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.