ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მეწარმეთა ახალი ნაკადი მიიღეს

სკოლის ქავერი

26 ოქტომბერს, ცენტრ ტერმინალში, USAID-ის პროექტის Yes-Georgia-ს მიერ ოფიციალურად გაიხსნა “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა”. სკოლის მეოთხე ნაკადის მიღებას დაესწრო USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, რომელმაც საზეიმოდ გახსნა ღონისძიება.

საორიენტაციო შეხვედრას და ტრენინგს თბილისის მასშტაბით რეგისტრირებული, 16-დან 27 წლამდე ასაკის ორმოცამდე ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც საშუალება ექნებათ მიიღონ შესაბამისი სამეწარმეო განათლება და თანადაფინანსება თავიანთი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად.

პარალელურად, საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქში, სადაც ახალგაზრდა სტარტაპერებმა და პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია Yes Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა’’ სთავაზობს.

სკოლის ორთვიანი პროგრამის პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარებს. მეორე ეტაპზე კი, თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა – ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელზე გადასვლა. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას.

Yes-Georgia – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ დაიწყო ფონდი კრისტალის მიერ, სს მისო კრისტალთან და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა ჯუნიორ ეჩივმენტი (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

Yes-Georgia-ს მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს მასშტაბით, ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’ უკვე გადამზადდა 400-ზე მეტი ახალგაზრდა და დაფინანსდა 35 ბიზნეს-ინიციატივა. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დამატებით 400 ახალგაზრდის გადამზადება და 30 ახალი ბიზნესის დაფინანსება.

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.