პროექტის ეს კომპონენტი ორიენტირებულია სპეციალური სასწავლო მასალების – „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ მომზადებაზე და ახალგაზრდა მეწარმეების და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ტრენინგებზე თბილისსა და საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში;
ასევე ამ ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 30 საუკეთესო ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებაზე. ამ ახალგაზრდების სტარტაპებს მენტორინგს გაუწევენ მისო ‘’კრისტალის’’ გამოცდილი თანამშრომლები და ტექნოლოგიის ექსპერტები.
„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ კომპონენტის მეორე ფაზა დაიწყება 2016 წლის სექტემბერ -ოქტომბერში, და ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა კვლავ გაუღებს ფართოდ კარებს მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებს. მოხდება საჯარო განცხადების გაკეთება, ტრენინგებზე ახალგაზრდების მოწვევა და და ღია კონკურსის გზით ახალი ნაკადის დაშვება
ბოლო კომენტარები