კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა მიღებას აცხადებს

Screenshot_1

 

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, USAID/Georgia-ს პროგრამის – ‘’ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
  • ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

  • მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
  • “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნას;
  • ბიზნეს პროექტის წერას;
  • ფინანსურ დაგეგმარებას.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის ტრენინგი მოიცავს რამოდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს.  კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ შეფასების კომისიაზე; საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან’’.

კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა.

შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2022020 ან გვეწვიეთ Facebook გვერდზე: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.

პროგრამის შესახებ:  პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, ხოლო 2018 წლის ივლისიდან ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და  ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა ახალგაზრდამ  წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

 

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.