კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა მიღებას აცხადებს

Screenshot_4

 

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში, აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
  • ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

  • მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
  • “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნას;
  • ბიზნეს პროექტის წერას;
  • ფინანსურ დაგეგმარებას.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები იქნებიან გადაყვანილნი, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ კურსს (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ მისო „კრისტალის“  შეფასების კომისიასთან; საუკეთესო ბიზნეს პროექტები შესაბამისად მიიღებენ თანადაფინასებას მისო ‘‘კრისტალისგან’’.

კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა.

შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 02 20 20 ან გვეწვიეთ Facebook-ის გვერდზე: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.

პროგრამის შესახებ:

ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა ჯუნიორ ეჩივმენტი (JAG). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 1 630 განაცხადი შემოვიდა. 418 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც  330-მა ახალგაზრდამ  წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 138-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 35-მა მიიღო თანადაფინანსება მისო ‘’კრისტალისგან’’.

 

მისამართი

მარჯანიშვილის ქუჩა 5, თბილისი 0102, საქართველო
ტელ: +995 322 970 128
ფაქსი: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

მისიის განაცხადი

ფონდი „კრისტალის“ მისიაა ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე, ფინანსური მომსახურების სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსურ მომსახურებაზე უკეთესი წვდომისათვის და განვახორციელოთ სოციალური ინვესტიციები. ფონდი “კრისტალი” მხარს უჭერს სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, საკუთრების უფლებების დაცვასა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში. ფონდს გააჩნია საგრანტო პროექტების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ეფუძნება მმართველობის მაღალ სტანდარტებს და შესაბამისად განვითარებულ ორგანიზაციულ სისტემებსა და პროცედურებს.