დაიწყო რეგისტრაცია “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში”

357

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე

• ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

• მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;

• როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;

• “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნას;

• ბიზნეს პროექტის წერას;

• ფინანსურ დაგეგმარებას.

„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს.

პირველ დონეზე მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები იქნებიან გადაყვანილნი, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ კურსს (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ შეფასების კომისიასთან და საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“

კურსის დამთავრების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე :  სააპლიკაციო ფორმა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (032)2 02 20 20 ან *2244 . ასევე დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

პროგრამა YES-Georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 3,379 განაცხადი შემოვიდა. 881 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 655-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 265-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’

Address

5 Marjanishvili Street, Tbilisi 0102, Georgia
Phone: +995 322 970 128
Fax: +995 322 970 129
Web: www.crystalfund.ge
Email: [email protected]

Mission statement

Crystal Fund mission is to increase the financial literacy in Georgia, bolster standards in the provision of financial services, develop new technologies to enhance access to financial services and to implement social and community investment projects. Crystal Fund is actively promoting the rule of law, protection of property rights and advocates for the enabling business environment in Georgia. Crystal Fund has solid grant and project management experience combined with high standards in governance, rigorous organisational systems and procedures.